საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

"ნიკკეი შიმბუნში" გამოქვეყნებული სტატია

გამოცემა "ნიკკეი შიმბუნმა" სტატია გამოაქვეყნა, სახელწოდებით: საქართველოს მდგომარეობის ანალიზი, ოკუპაცია გრძელდება ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ მოსახლეობა აცხადებს, რომ „ომი არ დასრულებულა“

სტატიაში აღნიშნულია, რომ წელს 10 შესრულდა რაც რუსეთი ევროპასა და აზიას შორის განლაგებულ პატარა ქვეყნაში, საქართველოში შეიჭრა. რუსეთი არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას და აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ანექსიას. 
სტატიაში აგრეთვე მონათხრობია, რომ რუსეთის მიერ სოფელ ხურვალეთში გავლებულმა მავთულხლართებმა სოფელი ორად გაყო. სოფლის მკვიდრი, 84 წლის დათა ბანიშვილის სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა. მან მოგვითხრო, რომ მავთულხლართების გავლების შემდეგ წყლის მიწოდებაც კი შეუწყვიტეს. მისი შვილი, 28 წლის მალხაზი აცხადებს, რომ „წინაპრების მიერ დანატოვარ სახლს არაფრით არ დათმობს“. 
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ კონტროლირებად რეგიონებში საქართველოს მოქალაქეები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან. თებერვალში სამხრეთ ოსეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც დაკავების შემდეგ დაიღუპა. სამხრეთ ოსეთის მხარემ დაღუპვის მიზეზად გულის შეტევა მოიყვანა, მაგრამ დაღუპილის სხეულზე, რომელიც 1 თვის შემდეგ დაუბრუნეს მის ოჯახს, წამების 100-ზე მეტი ნაკვალევი აღმოჩნდა. 
„ომი არ დასრულებულა“ - გვითხრა არჩილ ტატუნაშვილის დედამ, ქალბატონმა რუსუდანმა.