საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სტატია რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 10 წლისთავის თაობაზე

ადგილობრივმა მედია საშუალებამ Jiji.com-მა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით სტატია გამოქვეყნა. სტატიაში აღნიშნულია, რომ 7 რიცხვში 10 წელი სრულდება, მას მერე რაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა. საქართველო, რომელიც მიზნად ისახავს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, აჩქარებული ნაბიჯებით უახლოვდება ევროპასა და ამერიკას. მეორე მხრივ, რუსეთი ისევ აგრძელებს ძირის გამომთხრელ საქმიანობას. საქმიანობას, სადაც დღემდე არ ჩანს გაუმჯობესების ნიშნები.
ომიდან 10 წლის თავზე, ეუთო-სა და ა.შ.შ.-ის წარმომადგენლები რუსეთს საქართველოში შეჭრისა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არაფორმალური შეირაღებული ფორმირებების თავგასულობაზე თვალის დახუჭვის და საქართველოს ტერიტორიაზე მავთულხლართების საშუალებით ე.წ. „საზღვრის“ გავლების გამო. მკაფიოდ იქნა აღნიშნული, რომ ეს „საქართველოს ტერიტორიალურ ერთიანობას ეწინააღმდეგება“. ივლისში რუსეთის პრეზიდენტმა დიპლომატებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის უსაფრთხოების პოლიტიკა ითვალისწინებს, არ დაუშვას თავის საზღვრებთან NATO-ს ახალი ბაზების განლაგება.