საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

12 ივნისს საქართველოს საელჩოს იაპონიაში ტოიოტას საშუალო სკოლის მოწაფეები ეწვივენ

12 ივნისს საქართველოს საელჩოს იაპონიაში ტოიოტას საშუალო სკოლის მოწაფეები ეწვივენ. საელჩოს თანამშრომელმა მოწაფეებს გააცნო ქართული კულტურა და ისტორია, ასევე უპასუხა მათ მიერ მომზადებულ შეკითხვებს საქართველოში პოპულარული სპორტული სახეობების, განსაკუთრებით კი ჭიდაობისა და რაგბის შესახებ.
23 ივნისს კი ტოიოტაში გამართული სარაგბო მატჩის დროს იგივე საშუალო სკოლამ ორგანიზება გაუწია მოწაფეთა დიდ საგულშემატკივრო ჯგუფს, რომლებმაც ტრიბუნებზე გაშალეს ქართული დროშა და პლაკატი ქართული წარწერით „ძალა ერთობაშია“.