საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართელოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა და ტოკუშიმას პრეფექტურის გუბერნატორმა წინასწარი შეკრების ბანაკის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

21-22 ივნისს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, ბატონი გოჩა სვანიძე და მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორი, ბატონი ლაშა ხურციძე იაპონიაში საქართველოს ელჩთან, ბატონ ლევან ცინცაძესთან და საელჩოს თამშრომელთან, დავით გოგინაშვილთან ერთად ორდღიანი ეწვივნენ ტოკუშიმას პრეფექტურას.

ერთის მხრივ საქართელოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა და მეორეს მხრივ ტოკუშიმას პრეფექტურის გუბერნატორმა ხელი მოაწერეს წინასწარი შეკრების ბანაკის შესახებ საბაზისო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც იაპონურმა მხარემ იტვირთა პასუხისმგებლობა მასპინძლობა გაუწიოს და საუკეთესო პირობები შუქმნას საქართველოს სარაგბო ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ პერიოდში.

ქართული დელეგაციის წევრებმა ასევე დაათვალიერეს სასტუმრო, სტადიონი, დარბაზი და სხვ. ობიექტები, სადაც საქართველოს ნაკრების წევრები დაჰყოფენ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ პერიოდს. ბატონი სვანიძის განცხადებით ტოკუშიმას პრეფექტურა ქართულ მხარეს სთავაზობს საუკეთესო გარემოს, რათა ქართველმა რაგბისტები სრულყოფილად მომზადებულები შეხვდნენ ჩემპიონატს.

ვიზიტი გაშუქდა ადგილობრივი მედია საშუალებების მიერ; ტოკუშიმა შიმბუნი, იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი და სხვ.