საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ანსამბლ „რუსთავის“ საკონცერტო ტურნე

16 ოქტომბერს, საკონცერტო ასოციაცია “Min-On”-ის ორგანიზებითა და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, იაპონიაში ანსამბლ „რუსთავის“ საკონცერტო ტურნე დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ანსამბლი იაპონიის 20 ქალაქში 33 კონცერტს გამართავს. 
18 ოქტომბერს ქ. ტოკიოში გამართულ კონცერტს საქართველოს ელჩი, დოქტორ ლევან ცინცაძე და საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონცერტის შემდეგ გაიმართა საზეიმო მიღება, რომელსაც საქართველოს საელჩოს, ანსაბმლ „რუსთავის“, ორგანიზატორი კომპანია „Min-On”-ის, იაპონიაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების 43 ხელმძღვანელი და წარმომადგენელი და იაპონიის კულტურისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.