საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

იაპონიის ტურიზმის დაჯილდოვება

2018 წლის 20 სექტემბერს ფართომასშტაბიანი ტურისტული გამოფენის JATA Tourism EXPO Japan-ის გახსნის ფარგლებში იაპონიის ტურიზმის დაჯილდოვება გაიმართა, რომელსაც იაპონიის ტურისტული სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა  გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა. დაჯილდოვებას იაპონიაში საქართველოს ელჩი, დოქტორ ლევან ცინცაძე დაესწრო.