საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია ტურისტულ გამოფენა JATA Tourism EXPO Japan-ში საქართველოს მონაწილეობის შესახებ

იაპონიის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის (Japan Association of Travel Agents -JATA) ორგანიზებით 2018 წლის 20-23 სექტემბერს ქ.ტოკიოში გაიმართა ყოველწლიური, ფართომასშტაბიანი გამოფენა JATA Tourism EXPO Japan. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და ქართულმა ტურისტულმა კომპანიებმა. ეროვნულ სტენდზე მოეწყო ქართული ღვინის  დეგუსტაცია. გამოფენის ფარგლებში ასევე მოეწყო პრეზენტაცია საქართველოს შესახებ, რომელსაც იაპონიაში არსებული ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.