საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

იაპონურმა მხარემ „საზღვარგარეთის ოფიციალური ლაბორატორიების“ ჩამონათვალში საქართველოს ლაბორატორიები შეიყვანა

იაპონიაში საქართველოს საელჩოსა და იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს შორის გამართული რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებებისა და დეტალების დაზუსტების შემდეგ, იაპონურმა მხარემ საქართველოს საელჩოს მიერ მიწოდებული ლაბორატორიებიდან „საზღვარგარეთის ოფიციალური ლაბორატორიების“ ჩამონათვალში შემდეგი 4 ლაბორატორია შეიყვანა: შპს „ღვინის ლაბორატორია“, შპს „ნორმა“, „შპს „მულტიტესტი“ და შპს „ექსპერტიზა+".

ამით, ქართული საკვები პროდუქტების იმპორტიორ კომპანიებს, ხსენებული ქართული ლაბორატორიების მიერ იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმების სტანდარტებისა და კრიტერიუმების დაცვით გაცემული სერთიფიკატების წარდგენის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად შეუმსუბუქდებათ პროდუქტის საბაჟოზე შემოწმებასთან დაკავშირებული ფინანსური და ბიუროკრატიული წნეხი.

ინფორმაციისთვის, იაპონია საკვების პროდუქტებზე ქვეყნაში არსებული მოთხოვნის მხოლოდ 40% პროცენტს აკმაყოფილებს. შესაბამისად იაპონიისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული საკვების უსაფრთხოება მეტად მნიშვნელოვანი საკითხს წარმოადგენს. ამ საკითხის გადასაწყვეტად იაპონიის ჯანდაცვის, შრომისა და კეთილდღეობის სამინისტრო აეროპორტებსა და საზღვაო პორტებში განლაგებულ საკარანტინო სადგურებში იმპორტირებული საკვები პროდუქტების ინსპექციასა და მონიტორინგს ახორციელებს. საიმპორტო პროცედურების გამარტივების მიზნით იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრომ შექმნა ძირითად პარტნიორ ქვეყნებში განაგებული ლაბორატორიების სია, რომელთა მიერ გაცემულ სერტიფიკატის მქონე პროდუქტები თავისუფლდებიან საკარანტინო სადგურებში ხელმეორე შემოწმებისაგან.