საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ტოჩინოშინს ოძეკის ტიტული მიენიჭა

ტოჩინოშინს ოძეკის ტიტული, სუმოს იერარქიის მეორე უმაღლესი წოდება ოფიციალურად მიენიჭა. ლევან გორგაძე აღნიშნული წოდების მქონე მესამე ევროპელი და პირველი ქართველია.

ტოჩინოშინის დენტაცუშიკის რიტუალს, რაც მისთვის ოძეკის წოდების მინიჭებას გულისხმობს, იაპონიაში საქართველოს ელჩი, დოქტორ ლევან ცინცაძე დაესწრო.

იაპონიაში საქართველოს საელჩო ულოცავს ჩვენს თანამემამულე ტოჩინოშინს ამ უდიდეს წარმატებას!