საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ღვინის ეროვნული სააგენტოს და ასოციაციის „ქართული ღვინო“ წარმომადგენლების შეხვედრა ქართველ სუმოისტებთან

16 აპრილს იაპონიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩევლის, დავით ტყემალაძის და ასოციაციის „ქართული ღვინო“ აღმასრულებელი დირეტორის თინა კეზელის შეხვედრა ქართველ სუმოისტებთან და საქართველოს ტურიზმის საპატიო ელჩებთან, ჰაცუ ბაშოს გამარჯვებულთან ლევან გორგაძესთან (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელთან (გაგამარუ). 
შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა სამომავლო გეგმებს, თუ როგორ შეიძლება იაპონიაში მოღვაწე ქართველი სუმოისტების მეტად ჩართვა იაპონიაში ქართული კულტურისა და ღვინის პოპულარიზაციის მიზნით საელჩოსა და სააგენტოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში. 
შეხვედრის ბოლოს, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა, დავით ტყემალაძემ, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოსგან საჩუქრად ლევან გორგაძეს 5-ლიტრიან ბოთლში, სპეციალურად გამარჯვების აღსანიშნავად ჩამოსხმული საფერავი გადასცა.