საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

„Wine & Gourmet Japan 2018“

მიმდინარე წლის 11 აპრილს, ტოკიოს ცნობილ საგამოფენო სივრცეში „Big Sight” გაიმართა ღვინისა და საკვები პროდუქტების ყოველწლიური გამოფენა „Wine & Gourmet Japan“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 16-მა ქართულმა კომპანიამ. 
გამოფენის პირველ დღეს საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოსა და იაპონიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა სემინარი ქართული ღვინის შესახებ, სახელწოდებით - „საქართველო ღვინის აკვანი“. სემინარს ესწრებოდა 60-მდე სტუმარი, მათ შორის იაპონელი სომელიეები, პრესის წარმომადგენლები და ღვინის ბიზნესთან დაკავშირებული იმპორტიორი თუ სადისტრიბუციო კომპანიები. სტუმრებმა მოისმინეს ქართველი მომხსენებლის გამოსვლა და პარალელურად დააგემოვნეს ქართული ღვინოები.